ბუღალტრული და საგადახდო აღრიცხვა
„ექაუნთინგ ლაბორატორიის“ გუნდი გაგიწევთ ბუღალტრულ მომსახურებას საერთაშორისო, სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენ მომსახურება მოიცავს:
1. საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებას.
2. კონსულტაციას ბუღალტრულ და საგადასახადო საქმიანობაში.
3. პირველადი დოკუმენტების შექმნას.
4. ძველი პერიოდების აღრიცხვის გასწორებას.
გადასახადების ოპტიმიზაცია
მეტი დაზოგილი თანხა და სარგებელი – ეს ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია. „ექაუნთინგ ლაბორატორის“ ანგარიშზე უკვე არაერთი წარმატებული პროექტია. ჩვენი წევრები დაგეხმარებიან დაგეგმოთ პროცესები ისე, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა დაზოგოთ და უკეთესი სარგებელი ნახოთ.
საგადასახადო აუდიტი
1. ამ პროცესში მოწმდება საგადასახადო ბაზა
„ექაუნთ ლაბორატორიის“ მომსახურება მოიცავს:
ეს მომსახურება საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით საბუღალტრო საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას გულისხმობს.
1. ამ პროცესში მოწმდება საგადასახადო ბაზა
2. ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ.
3. ჩვენ შევაფასებთ რისკებს და ანგარიშის განხილვის საფუძველზე გაგიწევთ საჭირო რეკომენდაციას.
„ექაუნთ ლაბორატორიის“ მომსახურება მოიცავს:
1. ზეპირსა და წერილობით საგადასახადო კონსულტაციას, მხარდაჭერას საგადასახადო შემოწმების პროცესში,
2. ყოველთვიური დეკლარაციის სისწორის კონტროლს და ჩვენი სახით სანდო საქმიანი პარტნიორის შეძენას.
საბაჟო პროცედურების მართვა
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და გატანას გარკვეული სპეციფიკური წესები და ფორმალური მხარე ახლავს. ეს პროცესი შეიძლება ზოგჯერ რიგ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული და ამასთან იურიდიულ საკითხების ცოდნას მოითხოვდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულება. ჩვენი კომპანია აგარიდებთ ამ საზრუნავს, დაგეხმარებათ საჭირო საბუთების მომზადება-წარდგენაში, ტარიფების კლასიფიკაციასა და შედარებაში და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი ფორმალური მხარის მოგვარებაში.
სააღრიცხვო პროცესების ოპტიმიზაცია
„ექაუნთინგ ლაბორატორია“ შეისწავლის თქვენი კომპანიის სპეციფიკას და დაგეხმარებათ თქვენთვის ღირებულების მომტანი ან პრობლემატური სააღრიცხვო პროცესების ოპტიმიზაციაში. ჩვენმა გუნდმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი წარმატენული პროექტი დააგროვა და 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას დავეხმარეთ ეფექტიანი გეგმის შემუშავებაში. „ექაუნთინგ ლაბორატორიას“ აქვს კონკრეტული ხედვა როგორ უნდა განვვითარდეთ, გავიზარდოთ და როგორ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ხეირი ჩვენი ერთიანი თანამშრომლობით.
მარეგულირებლებთან რეპორტების წარდგენა
იმისათვის, რომ თქვენი მუშაობა ბევრად მომგებიანი და მარტივი იყოს, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მთლიანი პროცესის სწორად წარმართვაში. ჩვენი მომსახურება ითვალისწინებს მარეგულირებელთან, მათ შორის SARAS.GOV.GE პორტალთან რეპორტების მომზადებასა და წარდგენას.
ერთჯერადი კონსულტაცია
ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე, აუცილებელია სწორი აქცენტები და ფინანსური გეგმის შემუშავება.
ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე, აუცილებელია სწორი აქცენტები და ფინანსური გეგმის შემუშავება.
1. ჩვენი კვალიფიციური და პროფესიონალი გუნდის წევრები თქვენთვის გასაგებ და მარტივ ენაზე აგიხსნიან საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებს.
2.შევქმნით თქვენს ინტერესებზე მორგებულ ფინანსურ მოდელს.
თუ გაქვთ სტარტაპი, უბრალო მონახაზი და იდეა, გჭირდებათ სრული ხარჯთაღრიცხვის წარმოება და ფინანსური გეგმის გაწერა ან უკვე ფლობთ ბიზნესს და გონივრული ფინანსური გეგმის შემუშავება გჭირდებათ, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად დაგეხმარებიან საქმის სწორად წარმართვაში. „ექაუნთინგ ლაბორატორია“ გთავაზობთ როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან ან თუნდაც ერთჯერად თანამშრომლობას. ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმა და საგადასახადო პოლიტიკა შეგიძლიათ შემდგომ პერიოდშიც სასურველი დანიშნულებით გამოიყენოთ.