ახლა კი ჩვენ შესახებ მოგიყვებით
ჩვენი მომსახურება აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა: გადასახადებისა და სააღრიცხვო პროცესების ოპტიმიზაცია, საგადასახადო აუდიტი, დოკუმენტწარმოება და ა.შ კომპანია “ექაუნთინგ ლაბორატორია” პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც 2018 წლიდან დღემდე განმავლობაში 100-ზე მეტი შესრლებული პროექტი, 50-ზე მეტი პარტნიორი და, რაც მთავარია, ისეთი წარმატებული შემთხვევები დააგროვა, რის საფუძველზეც პარტნიორებს არაერთი მასშტაბური საგადასახადო შეღავათი მოუტანა. კომპანიის დაარსებამდე ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები საკონსულტაციო საკითხებში და გარდა ფინანსური აუდიტისა, ყველა მიმართულებით ვთანამშრომლობდით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორი კომპანიების სურვილი იყო, რომ მათთვის საგადასახადო საკითხებშიც გაგვეწია დახმარება და სწორედ ამიტომ დადგა დრო ჩვენს საქმიანობას ლოგიკური გაგრძელება ჰქონოდა
ლოგიკური გაგრძელება ჰქონდა და კომპანია :ექაუნთინგ ლაბორატორია: დავაარსეთ. დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან თანამშრომლობას, რაც ნებისმიერ საგადასახადო საკითხს მოიცავს. ამასთან გვესმის, რომ თითოეული კომპანია და მომხმარებელი უნიკალური და ინდივიდუალურია, ამიტომ ასათივე მიდგომას, ხედვასა და სამოქმედო გეგმას საჭიროებს. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ბიზნესზე ისე, როგორც საკუთარზე. დაგეხმარებით როგორც ფორმალური საკითხების მოგვარებაში, ასევე პრობლემების გამოვლენასა და პრევენციაში.
რატომ ჩვენ?
ახლავე მოგიყვებით, გამოცდილება და სიახლეებზე ორიენტირებულობა ის ძირითადი კომპონენტებია, რაც ჩვენს კმპანიას გამორჩეულს ხდის. რაოდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს “ექაუნთინგ ლაბორატორიის” მთავარი მიზანი არ არის ის, რომ თქვენ ნაკლები საგადასახადო საურავი ან ჯარიმა დაგეკისროთ, ჩვენი ამოცანაა კანონის ფარგლებში თქვენი გადასახადების მაქსიმალური ოპტიმიზაცია. ფინანსურ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას დაგეხმაროთ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება-პრევენციაში, დროულად მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხელსაყრელისა და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად გამოგადგებათ, ამასთან დაგეხმარებით განავითაროთ თქვენი ბიზნესი. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, რომჩვენი საქმიანი ურთიერთობა და პასუხისმგებლობა დაზღვეული იქნება.

ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდის წევრებს რამდენიმე რამ აერთიანებთ: პროფესიონალიზმი, თანამედროვე აზროვნება და, რაც ყველაზე მთავარია, საქმის სიყვარული. ჩვენ გვესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ მომსახურებას და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ დაგითმოთ დრო, გავიზიაროთ თქვენი ინტერესები და დაგეხმაროთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც საუკეთესო იქნება თქვენი ბიზნესისთვის.